09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
ტერორიზმში ბრალდებული ჯოჰარ ცარნაევი აშშ-ის სასამართლოს განაჩენს ელოდება

შეერთებული შტატების სასამართლომ ბოსტონელი ტერორისტის განაჩენი უნდა გამოაცხადოს. ჯოჰარ ცარნაევს, რომელიც ბოსტონის მარათონზე ტერაქტების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად სახელდება, ბრალდებები 30 მუხლით აქვს წაყენებული. სასამართლოს წინაშე ბოლო სიტყვით უკვე გამოვიდნენ პროკურორი და ბრალდების მხარე.

ცარნაევის ადვოკატის თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ჯოჰარ ცარნაევს უდანაშაულო ხალხის სიკვდილი არ სურდა.

ადვოკატის განცხადებით ჯოჰარი ძმის ცუდი გავლენის ქვეშ მოექცა, რომელმაც ტერაქტებიც დაგეგმა და ასაფეთქებლებიც საკუთარი ხელით ააწყო.

 

 

დღის ამბები