09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი მესამე რეიხს შეადარა

რუსეთი ლატვიას სანქციების დაწესებით ემუქრება. მიზეზი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ტვიტერის ქსელში დატოვებული კომენტარი გახდა.

ედგარ რინკევიჩმა რუსეთი მესამე რეიხს შეადარა და საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთი ზუსტად ისე დაასრულებს, როგორც ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ, გერმანიის რეიხის შემთხვევაში იყო.

რინკევიჩის ამ შეფასებას მალევე გამოეხმაურა რუსეთის სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი და ლატვიისთვის ეკონომიკური და სავაჭრო სანქციების შემოღების ინიციატივით გამოვიდა.

 

დღის ამბები