08 მაისი 2024,   15:36
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი აშშ-ს მსოფლიოში საკუთარი იურისდიქციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ვლადიმერ პუტინი  შეერთებულ შტატებს მსოფლიოში საკუთარი იურისდიქციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის კომუნიკაციის ნორმალურ ლოგიკას, არამედ გამოწვევებთან გამკლავებასაც.

ვლადიმერ პუტინმა ასევე ისაუბრა ძალთა ბალანსის ცვლილებებზეც და განაცხადა, რომ მას შემდეგ  რაც დოლარი გლობალურ ვალუტად იქცა, მას შეერთებული შტატები დანარჩენ მსოფლიოზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს.

სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი ორი დღის წინ გაიხსნა და ხვალ სრულდება.

დღის ამბები