09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
ვაშინგტონში სახელმწიფო დაწესებულებები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ვაშინგტონში სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის თეთრი სახლი, კაპიტოლიუმი, სახელმწიფო დეპარტამენტი და იუსტიციის სამინისტრო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სახელმწიფო დეპარტამენტი სწორედ იმ დროს ჩაბნელდა, როდესაც პრესსპიკერი მარი ჰარფი ყოველდღიურ პრესბრიფინგს ატარებდა.

ელექტროენერგიის გათიშვა ერთ-ერთ ქვესადგურზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. მისი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები