09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
სირიაში საბრძოლველად წასული რუსეთის 7 მოქალაქე თურქეთში დააკავეს

თურქეთში რუსეთის 7 მოქალაქე დააკავეს. ისინი სირიაში არალეგალურად გადასვლას და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას გეგმავდნენ. მესაზღვრეებმა ისინი გაზიანტეპის პროვინციაში დააპატიმრეს. რუსეთის 2 მოქალაქე 4 აპრილს, დანარჩენი 5 მოქალაქე კი გუშინ დააკავეს.

მათ ვინაობას თურქი სამართალდამცველები არ ასახელებენ. მათი განცხადებით უკვე დაწყებულია მუშაობა დაკავებული რუსების დეპორტაციისთვის.

ოფიციალური მონაცემით, დღეს სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარეს 1500-ზე მეტი ჩრდილოკავკასიელი იბრძვის.

დღის ამბები