19 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
ყველასთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველასთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც მისი თქმით, მძიმე სანახავი იყო.

კობახიძე ამბობს, რომ მან მაშინვე მოითხოვა სესიის შეჩერება, როდესაც მომხდარის შესახებ გაიგო.

"რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში, შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შვიტყვე მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები