30 მარტი 2025,   00:05
ვრცლად
ბატონო ბიძინა, მოჰკიდეთ კობახიძეს ხელი და უთხარით - გეყო, აღარ ხარ პარლამენტის თავმჯდომარე - ლევან გოგიჩაიშვილი

ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნას მისი ყოფილი თანაგუნდელები უერთდებიან. პარლამენტის თავმჯდომარეს პოსტიდან წასვლას „ქართული ოცნების“  დემარშით წასული დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი ურჩევს. 

გოგიჩაიშვილი ხელისუფლების მხრიდან "პოლიტიკურ სიბრიყვეზე" საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი შეცდომები შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა დამთავრდეს.  

„მე მივმართავ ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარეს. ბატონო ბიძინა, მოკიდეთ კობახიძეს ხელი და უთხარით, რომ „გეყო, შენ აღარ ხარ პარლამენტის თავმჯდომარე.“ არ შეიძლება აი, მართლა ამ მოუმწიფებელ თინეიჯერებს ჩააბარო საქართველოს პარლამენტი, რომლებმაც არაფერი არ იციან ქართული პოლიტიკის. როგორ შეიძლებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დღეს ჩვენ გვენახა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელიც ოკუპაციას აღიარებს. როგორ შეიძლებოდა ამის დაშვება? და არ იცოდა ჩუგოშვილმა? არ იცოდა თალაკვაძემ, რომ სესიის დარბაზში ამის გამართვა ამას გამოიწვევდა? რა პროტოკოლური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური  სიბრიყვე და ასეთი შეცდომები უნდა დამთავრდეს შესაბამისი პასუხისმგებლობებით,“- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები
მეტი