09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
საუდის არაბეთმა კოალიციასთან ერთად იემენის ქალაქ ადენში მორიგი ავიაიერიშები განახორციელა

საუდის არაბეთმა კოალიციასთან ერთად იემენის ქალაქ ადენში მორიგი ავიაიერიშები განახორციელა.

ქალაქის ქუჩებში ჰუსიტებსა და ქვეყნის არმიას შორის ბრძოლები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით მეჩეთებში მოსახლეობას ჰუსიტების წინააღმდეგ ჯიჰადისკენ მოუწოდებენ. ამბოხებულების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს გუშინ მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა.

ქალაქი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. იქ პირველი ჰუმანიტარული დახმარება უკვე შევიდა.

მიმდინარე მოვლენების ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანში ჩავიდა, რათა ხელისუფლება დაარწმუნოს, არ შეუერთდეს საუდის არაბეთის ავიაიერიშებს. ჰუსიტი მებრძოლები, რომლებიც იემენის ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის მომხრეები არიან სწორედ ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ.

ამბოხებულების იარაღით მომარაგებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თეირანის კვალს ხედავს.

დღის ამბები