09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ჯოჰარ ცარნაევი მასაჩუსეტსის შტატის სასამარათლომ დამნაშავედ ცნო

ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ჯოჰარ ცარნაევი მასაჩუსეტსის შტატის სასამარათლომ დამნაშავედ ცნო. მას სიკვდილით დასჯა ან შეწყალების გარეშე სამუდამო პატიმრობა ემუქრება, რაც ისევ სასამართლოთი გადაწყდება.

ნაფიცმა მსაჯულებმა ის 30 პუნქტიდან 17–ში დამნაშავედ სცნეს.

21 წლის ეროვნებით ჩეჩენმა ჯოჰარ ცარნაევმა და მისმა ძმამ 2013 წელს ბოსტონში, მარათონის დროს აფეთქება მოაწყვეს, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 264 დაშავდა. უფროსი ცარნაევი აყვანის ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

ბოსტონის ტერაქტი 11 სექტემბრის შემდეგ შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად ითვლება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები