09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
მილანის სასამართლოში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა-დაღუპულია ორი ადამიანი

სროლა მილანის სასამართლოში. შეიარაღებულმა მამაკაცმა შენობის შესასვლელში ცეცხლი გახსნა. ბოლო მონცემით დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი მოსამართლეა. სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს თავდამსხმელის ვინაობა. ის ადგილობრივი ბიზნესმენია, რომელიც გაკოტრების საქმის მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა.

მან სწორედ იმ დროს გახსნა ცეცხლი, როდესაც სასამართლოში მისი საქმის მოსმენა მიმდინარეობდა. ამ დროისთვის შენობა ევაკუირებულია, თუმცა იქ რჩება თავდამსხმელი. მას სამართალდამცველები ეძებენ.

დღის ამბები