09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების უპრეცედენტო ჰაკერული თავდასხმა საფრანგეთის ტელეარხზე

უპრეცედენტო ჰაკერული თავდასხმა საფრანგეთის მეხუთე არხზე. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ტელეარხის სერვერები და ვებ-გვერდები გატეხეს და რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგი სამხედროების ნათესავების პირადი დოკუმენტები გაავრცელეს.

ჰაკერებმა ტელევიზიის მთავარი ფოტოები ნიღბიანი ისლამისტი მებრძოლების სურათებით ჩაანაცვლეს. გავრცელებული ცნობით, ტელეკომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა საიტების უმრავლესობაზე კონტროლის აღდგენა თავდასხმიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ შეძლო.

დღის ამბები