09 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთში

თავდასხმა მოხდა ავღანეთში.

სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები ქალაქ მაზარი–შარიფის პროკურატურის შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 5 ადამიანი დაიღუპა, 20–ზე მეტი კი დაშავდა.

ადგილზე ძლიერი აფეთქებების ხმაც იმოდა. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა 3 თავდამსხმელი მოკლეს, რამდენიმე კი ამ დრომდე შენობაში რჩება.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.

 

დღის ამბები