09 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
"21–ე საუკუნის გამოწვევებთან გამკლავება ქვეყანას დამოუკიდებლად გაუჭირდება" - სერჟ სარქისიანი

სომხეთის პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ. ტელეარხ “მირისთვის” მიცემულ ინტერვიუში სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ ნაციონალური პრიორიტეტები ისე უნდა განსაზღვროს, რომ ამან ნეგატიური გავლენა არ იქონიოს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

სარქისიანის განცხადებით, 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გამკლავებისთვის გაერთიანებებში ყოფნა აუცილებელია.

"21–ე საუკუნის გამოწვევებთან გამკლავება ქვეყანას დამოუკიდებლად გაუჭირდება" - აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.

მისი თქმით, მთავარია, რომ საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა კავშირში გაწევრიანებამ რეგიონში ვითარება არ გაართულოს.

დღის ამბები