09 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
ამერიკის ორ შტატს ტორნადომ გადაუარა

ამერიკის ორ შტატს ტორნადომ გადაუარა. ქარბორბალამ ილინოისისა და ოჰაიოს შტატები დააზარალა.

სტიქიას რეგიონებში ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილისა და ათობით დაშავებულის შესახებ. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, ტორნადოს შედეგად ათობით საცხოვრებელი სახლია დანგრეული.

რეგიონში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა ცენტრალურ შტატებშიცაა მოსალოდნელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები