09 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
წითელ პარასკევს აღნიშნავენ იერუსალიმში

ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღეს – წითელ პარასკევს აღნიშნავენ იერუსალიმში. დილიდან მიმდინარეობს ტრადიციული მსვლელობა ვია დოლოროსას ქუჩაზე. სახარების თანახმად ამ დღეს მაცხოვარმა ჯვარცმამდე სწორედ ეს გზა გაიარა.

ვია დოლოროსას ქუჩაზე მონიშნულია 14 ადგილი, სადაც იესო ქრისტემ შეისვენა. ამ ადგილებზე მორწმუნეები მსვლელობის დროს სიმბოლურად ჩერდებიან და ლოცულობენ. ე.წ. გოლგოთას გზა მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება.

საზეიმო ლიტურგიას ხვალ იერუსალიმის მართლმდიდებელი პატრიარქი სწორედ ამ ტაძარში გაუძღვება.

დღის ამბები