29 ნოემბერი 2021,   12:36
ვრცლად
10:0 გახდა დღეს, მეათე დღეს, ხვალ გახდება 11:0, 12:0 და ასე გაგრძელდება - მიშა მშვილდაძე

„ეს არის სისტემური გადაცდომა, როდესაც პოლიცია იყენებს ძალას იმის წინააღმდეგ, ვისგანაც საფრთხე არ მოდის,“ - ეს განცხადება აქციის ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ "კურიერთან" გააკეთა.

მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ ძალის გადაჭარბება მოხდა, რის გამოც შს მინისტრი უნდა გადადგეს.

„აუცილებლად წავა, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ წავალთ, იმიტომ ვეღარ წავალთ, რომ ჩვენი უკან დახევა არის, უკან დახევა გავრილოვთან, ამას არ დავუშვებთ. ანტისაოკუპაციო დიდი აქცია დაშალეს ძალის გამოყენებით, ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ ადამიანებს, რომელთაგანაც საფრთხე არ მიდიოდა, დათხარეს თვალები, ესროლეს დამიზნებით, გოგოებს, ბიჭებს, ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ არსად შეჭრის სურვილი. ასეთი ადამიანებიც არიან დაზარალებულები,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ მომიტინგეები არ დაიშლებიან და აქციები გაგრძელდება.

„10:0 გახდა დღეს, მეათე დღეს, ხვალ გახდება 11:0, 12:0 და ასე გაგრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღიურად აქ შეკრებას და გოლების გატანას მანამ, სანამ იმათ არ მობეზრდებათ წაგება, არ მობეზრდებათ ის, რაც, წესით, უბრალოდ გაჯიუტებულები, რომ არ იყვნენ მართლა, პატარა ბავშვებივით და მართლა, ადამიანურად, კაცურად, შეხედონ ვითარებას, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რასაც ვამბობთ,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები