09 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
აშშ-სა და კუბის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართება

დღეს აშშ-სა და კუბის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ  BBC ავრცელებს, სადაც ისიც არის ნათქვამი, რომ  აშშ-სა და კუბის პრეზიდენტებმა პანამაში რეგიონის ქვეყნების სამიტზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ბარაკ ობამამ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "დრო, როდესაც მის ქვეყანას რეგიონულ საქმეებში ჩარევა თავისუფლად შეეძლო, წარსულს ჩაბარდა". ის იმედოვნებს, რომ ამერიკელ და კუბელ ხალხს შორის კავშირები გაუმჯობესდება. 

პანამის სამიტის ფარგლებში კუბისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა. ჯონ კერისა და ბრუნო როდრიგესს შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა შედგა.

ბოლო ერთი წელია ვაშინგტონი ცდილობს კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. 

დღის ამბები