09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ისრაელის პოლიციამ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიისთვის უსაფრთხოების ზომების მიღება დაასრულა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძართან მორწმუნეები დილიდან იკრიბებიან. იქ უკვე მივიდა ადგილობრივი მუსლიმი ოჯახის წევრიც, რომელიც ტაძრის გასაღებს ინახავს.

ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც. ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ისრაელის პოლიციის ასობით თანამშრომელია მობილიზებული.

"ისრაელის პოლიციამ დაასრულა უსაფრთხოების ზომების მიღება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიისთვის, რომელიც აქ ძველ ქალაქში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გაიმართება. საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მობილიზებულია კიდევ ასობით სამართალდამცველი, მათ შორის სასაზღვრო პოლიციისა და სპეციალური საპატრულო დანაყოფის წარმომადგენლები," - აცხადებს ისრაელის პოლიციის პრესსპიკერი, მიკი როზენფილდი.

დღის ამბები