09 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
აშშ-მა უკრაინაში 1500 სამხედრო მანქანა გაგზავნა

ოფიციალურმა ვაშინგტონმა უკრაინის დახმარების პროგრამის ფარგლებში კიევში 1500–მდე სამხედრო მანქანა გაგზავნა. ტექნიკამ უკრაინის საზღვარი ლვოვის რეგიონში, პოლონეთის ტერიტორიიდან გადაკვეთა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მანქანები სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც უკრაინის ეროვნულ გვარდიას 300–მდე ამერიკელი ინსტრუქტორი ჩაუტარებს.

ჯარისკაცების გაწვრთნის მიზნით, უკრაინაში უახლოეს თვეებში კონტინგენტის გაგზავნას გეგმავს კანადაც.

დღის ამბები