09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
რუსეთი ისეთი შეტევისთვის ემზადება, რომელიც უკრაინის არმიას ყველა მიმართულებით გაანადგურებს - რას წერს "ფორბსის" ჟურნალისტი?

მაშინ, როცა სააკაშვილი და ქართველები უკრაინაში დემოკრატიას აშენებენ, ვლადიმერ პუტინი განმეორებითი შეტევისთვის ემზადება, – წერს გავლენიანი ფორბსი.

ჟურნალისტი მელიკ კეილანი, რომელიც ორი კვირის წინ კონფლიქტურ რეგიონში იმყოფებოდა, წერს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამი ეშელონი გაამაგრა და ემზადება ისეთი შეტევისთვის, რომელიც უკრაინის არმიას ყველა მიმართულებით გაანადგურებს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ უძლებს ცდუნებას, გლობალური მნიშვნელობის მოვლენებიდან ყურადღება საკუთარი თავდასხმებზე გადაიტანოს. ჟურნალისტს მაგალითებიც მოჰყავს, – პეკინის ოლიმპიადის დროს იყო საქართველო, სოჭის ოლიმპიადის პერიოდში - ყირიმი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს - დონბასი.

ავტორი წერს, რომ ყველა სამხედრო ოპერაციას პუტინი წინასწარ გეგმავს და მოსაზრება, რომ ამ მოვლენების მიზეზი პროვოკაციები იყო, მცდარია.

მელიკ კეილანი წერს, რომ საქართველოს მაგალითზე პუტინმა ყველას აჩვენა საკუთარი თამაშის წესები, თუმცა უკრაინელებმა არჩევანი გააკეთეს და უარი თქვეს საბჭოთა ოკუპაციაზე, რის გამოც რუსეთის აგრესიას ვერ გადაურჩნენ.

მიუხედავად ამისა, უკრაინაში აღდგენის პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს – წერს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ პროგრესი ისეთი უცხოელი ტექნოკრატების დამსახურებაა, რომლებმაც საქართველოში გატარებული რეფორმები საერთაშორისო ბრენდად აქციეს. 

დღის ამბები