09 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
ისლამური სახელმწიფო ამერიკელებს 11 სექტემბრის ტრაგედიის გამეორებას ჰპირდება

ისლამური სახელმწიფო ამერიკელებს 11 სექტემბრის ტრაგედიის გამეორებას ჰპირდება.

შესაბამისი მუქარა ტერორისტებმა ინტერნეტში გაავრცელეს.

"ჩვენ დავწვავთ ამერიკას, გავიმეორებთ 11 სექტემბერს და თვითმკვლელებითა და ასაფეთქებლებით სავსე მანქანებს გავაგზავნით," - ამ შინაარსის წერილს თან ახლავს ფოტობი, სადაც ალმოდებული თეთრი სახლი ჩანს.

ამერიკული მედია ასევე იუწყება, რომ მუქარის პარალელურად ისლამურმა სახელმწიფომ ინტერნეტში თანამოაზრეების მოზიდვის კამპანია დაიწყო. ყველაზე მოთხოვნადი კი ასაფეთქებლების სპეციალისტები არიან. 

დღის ამბები