09 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
აშშ-ში ტერაქტი აღკვეთეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელიც კანზასის შტატში, სამხედრო ბაზაზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.

ჯონ ბუკერი ისლამისტურ წრეებში მუჰამედ აბდულა ჰასანის სახელით იყო ცნობილი.

გავრცელებული ცნობით, მას შეერთებული შტატების არმიაში მსახურობა სურდა, თუმცა ჯიჰადის შესახებ მისი ინტერნეტპოსტების გამო გასული წლის მარტში უარი უთხრეს.

ბუკერი სოციალური ქსელით დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერ განცხადებებს რეგულარულად ავრცელებდა, რის გამოც მას სპეცსამსახურები მუდმივად აკვირდებოდნენ.

დღის ამბები