09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
ტაილანდში, ტურისტულ ზონაში მომხდარ აფეთქებისას 10 ადამიანი დაშავდა

აფეთქება ტაილანდის ტურისტულ ზონაში. სამუის კუნძულზე მდებარე სავაჭრო ცენტრთან ავტომობილი აფეთქდა.

წინასწარი მონაცემებით, მომხდარის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ”მაზდას” მარკის მანქანაში იყო ჩამონტაჟებული, რომელიც რადიკალებმა იალას პროვინციაში გაიტაცეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. არ გამორიცხავენ, რომ აფეთქება რადიკალი ისლამისტების მიერ იყოს ორგანიზებული.

დღის ამბები