09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
მოსკოვიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დასავლეთის შიშს რუსეთში "პარანოიას" უწოდებენ

მოსკოვიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დასავლეთის შიშს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში "პარანოიას" უწოდებენ.

სერგეი ლავროვის უწყებაში მიაჩნიათ, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთის ევროპაში დემონიზირება და სხვა ქვეყნების წაქეზებაა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა გაგრძელდეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ–ბინაში რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის ორჯერ შემცირების შესახებ პრესაში გუშინ დაიწერა. გავრცელებული ცნობით, 2014 წელს ნატოში 71 რუსი დელეგატიდან 38 ჯაშუში იყო.

დღის ამბები