09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
უკრაინაში სარაკეტო იერიშის დროს ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში სარაკეტო იერიშის დროს დონეცკის აეროპორტის მახლობლად ჟურნალისტი დაიღუპა. მისი ვინაობა უცნობია. ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” წარმომადგენლების თქმით, მანქანას, რომელშიც მედიის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა. ერთ-ერთი მათგანი კი აფეთქებამდე მანქანიდან გადმოხტა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინის ხელისუფლებაშიც.

უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 35-ჯერ დაარღვიეს.

დღის ამბები