09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ბრაზილიელები ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

ბრაზილიელები ქვეყნის პრეზიდენტის დილმა რუსეფის გადადგომას ითხოვენ. რიო დე ჟანეიროში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში 275 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

პროტესტის გამოსახატად კიდევ ასეულობით ათასი მოქალაქე ბრაზილიის სხვა ქალაქებში გამოვიდა. პოლიციის მტკიცებით სულ ქვეყნის მასშტაბით მომიტინგეთა რაოდენობამ 700 ათასი შეადგინა. ორგანიზატორები კი ირწმუნებიან, რომ ეს რიცხვი რეალურზე ორჯერ ნაკლებია.

საპროტესტო ტალღა გამოიწვია სკანდალმა სახელმწიფო ნავთობკომპანიაში “პეტრობრაზი“. კორუფციაში ეჭვმიტანილთა შორის მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელია.

დღის ამბები