
This is a modal window.
ლარი ყოველდღე უფასურდება, შესაბამისად ყოველდღე ძვირდება მოქალაქეების ცხოვრებაც. ტაბლოებზე არსებული ანტირეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, მთავრობა და ეროვნული ბანკი სიმშვიდეს ინარჩუნებენ და არაფერს ამბობენ, რა სამოქმედო გეგმა არსებობს დევალვაციის შესაჩერებლად. ეკონომისტები კი კრიზისს და ფასების სწრაფ ზრდას აანონსებენ. ამ ფონზე მათთვის გაუგებარია, რატომ არ გეგმავს სავალუტო რეზერვების გაყიდვას ეროვნული ბანკი.
"ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება არის წამგებიანი ეკონომიკურად, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გვქონდეს ეკონომიკა დივერსიფიცირებული, მეტი სავაჭრო პარტნიორი, მეტი ტურისტი ჩამოდიოდეს ტურისტი საქართველოში და არ გვექნება მსგავსი პრობლემები და საშიშროებები,"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.
ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი კი ლარის გაუფასურებას წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ გატარებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს და ფასების ზრდას გარდაუვლად მიიჩნევს.
"ეს პროცესები ასახვას ჰპოვებს ხვალ და ზეგ ფასებზე, რაც არის ყველაზე დიდი წნეხი საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვის,"-აცხადებს ირაკლი ყიფიანი.