09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ეგვიპტეში აფეთქებამ 8 პოლიციელი და 6 ჯარისკაცი იმსხვერპლა

ეგვიპტეში აფეთებების სერიას 14 ადამიანი ემსხვერპლა. სინაის ნახევარკუნძულზე სამხედროების მანქანა ნაღმზე აფეთქდა, ამ შემთხვევას 6 ჯარისკაცი ემსხვრპლა.

მეორე თავდასხმა პოლიციის ყაზარმებთან მოხდა. ტერორისტმა შენობასთან დანაღმული მანქანა ააფეთქა. შედეგად სამსართულიანი ყაზარმა მთლიანად დაინგრა. დაიღუპა 8 პოლიციელი, 45 კი დაიჭრა.

თავდასხმები სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედმა დაჯგუფებამ მოაწყო, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მოკავშირეა.

დღის ამბები