09 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
ლოს-ანჯელესში MTV Movie Awards-ის გამარჯვებულები გამოავლინეს

ლოს-ანჯელესში MTV Movie Awards-ის გამარჯვებულები გამოავლინეს.

წელს მთავარი ჯილდო აიღო რომანტიკულმა დრამამ "დამნაშავე ვარსკვლავები", რომელიც წლის საუკეთესო სურათიც გახდა. შეილინ ვუდმა კი ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო. ამ დრამაში ის მთავარ გმირს ასახიერებს.

ამავე ნომინაციაში მამაკაცებს შორის ბრედლი კუპერმა გაიმარჯვა "ამერიკელ სნაიპერში" შესრულებული როლისთვის.

პრიზი გადასცეს ჯენიფერ ლოპესსაც, რომელიც დაბალბიუჯეტიან ტრილერში, "თაყვანისმცემელი", ერთ-ერთ გმირს ასახიერებს.

დღის ამბები