09 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯიჰადში მონაწილე ტერორისტების საკითხს განიხილავენ

ბარსელონაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.

განსახილველ საკითხებს შორის პირველ ადგილზე ახლოაღმოსავლეთის რეგიონში ჯიჰადში მონაწილე ტერორისტების გააქტიურებაა.

ტუნისში, 21 უცხოელი ტურისტის მკვლელობისა და ლიბიაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ჯგუფების გაგზავნის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ ევროკავშირი ამ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებაზე ალაპარაკდა.

მინისტერიალს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად გაუძღვება.

ამავე თემაზე
დღის ამბები