17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
თქვენ ერთ შანსს მოგცემთ, რომ ბოდიში მოუხადოთ და ფეხებში ჩაუვარდეთ ამ ხალხს - აქციაზე აკაკი ზოიძეს მიმართეს

ანტისაოკუპაციო აქციაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი, აკაკი ზოიძე გუშინ მკაცრად გააკრიტიკეს. აქციის მონაწილეების თქმით, სირცხვილია ის განცხადებები, რასაც ზოიძე მათი მისამართით აკეთებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ჯერ ლარის გაუფასურება დააბრალა, შემდეგ კი მათ მე-5 კოლონა უწოდა.

ზოიძეს პარლამენტის გარედან შეახსენეს, რომ ლარმა გაუფასურების უმაღლეს ნიშნულს ჯერ კიდევ გავრილოვის ჩამოსვლამდე მიაღწია, რაც ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აქციის ორგანიზატორებმა აკაკი ზოიძეს ბოდიშის მოხდა ურჩიეს.

„აკაკი ზოიძეს თავი უმართლებია, ახალგაზრდებზე არ მითქვამსო ესო, ვიღაც სხვებზე ვთქვიო, აქედან რომ ვუპასუხე, აბსტრაგირება გააკეთა, ხომ ადვილია, კონკრეტულად არაფერზე ილაპარაკო და მერე თავის დაძვრენის მცდელობები გქონდეს. არ ვჭამთ, ბატონო კაკი, ეს სიტყვები თქვენ არ უნდა გეთქვათ. ამოდით სცენაზე, ბოდიშის სათქმელად დაგითმობთ სცენას იმისთვის, რომ ბოდიში მოიხადოთ იმისთვის, რომ აქ მყოფ ადამიანებს მეხუთე კოლონა უწოდეთ. გახარიასგან ბოდიშს აღარ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ერთ შანსს მოგცემთ, რომ ბოდიში მოუხადოთ და ფეხებში ჩაუვარდეთ ამ ხალხს. როგორ მოგიბრუნდათ ენა, რომ ქვეყნის მომავალზე გეთქვათ, რომ რუსეთის კოლონააო. 21-დღიან აქციებს ბიძინას ფულით ვერ ატარებდით, დროის წინააღმდეგ იბრძვით და დროსთან ბრძოლაში დამარცხდებით,“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

დღის ამბები