09 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
გერმანელი მწერალი გიუნტერ გრასი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ცნობილი გერმანელი მწერალი გიუნტერ გრასი გარდაიცვალა. ის ქალაქ ლიუბეკის კლინიკაში ორი დღის წინ მოათავსეს. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

გიუნტერ გრასი 1927 წელს დაიბადა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საიდუმლო სამსახურში მსახურობდა და საბჭოთა ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.

გრასის პირველი რომანი "თუნუქის დოლი", რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა, 1956 წელს გამოიცა. გრასი ნობელის პრემიის ლაურეატიც იყო. მას განსაკუთრებული ლიტერატურული ენისთვის ნობელის კომიტეტმა ჯილდო 1999 წელს მიანიჭა.

დღის ამბები