09 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
პუტინი ირანს სარაკეტო კომპლექსებს მიაწვდის

ვლადიმერ პუტინმა ირანისთვის S-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გადაცემაზე აკრძალვა გააუქმა. შესაბამის ბრძანებულებას რუსეთის ლიდერმა ხელი დღეს მოაწერა.

კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს საზღვაო და საჰაერო ხომალდების გამოყენებით შეუძლია ირანს სარაკეტო კომპლექსები მიაწოდოს.

S-300 ტიპის კომპლექსების გადაცემაზე მხარეებმა ხელშეკრულება 2007-დ წელს გააფორმეს, თუმცა 2010 წელს გაერომ ირანს სანქციები დაუწესა, რის გამოც კონტრაქტი შეჩერდა.

დღის ამბები