09 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯიჰადის გააქტიურებაზე იმსჯელეს

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჯიჰადში მონაწილე ტერორისტების გააქტიურება იყო დღეს ბარსელონაში, ევროკავშირის მინისტერიალის მთავარი თემა. ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და უკანონო მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად ოფიციალური მადრიდი ევროპის, ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს.

„ბოლო პერიოდში ტერორისტულმა თავდასხმებმა პარიზში, ტუნისში, გუშინ კი ეგვიპტესა და მაროკოს საელჩოზე ლიბიაში, აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ თავდასხმებმა გვიჩვენა, რომ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის ერთობლივი მუშაობის საუკეთესო საშუალება ყველა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაა, მათ შორის ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ დონეზე,“ - განცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

ესპანეთის პრემიერი მარიანო რახოი კი აღნიშნავს, რომ ჯიჰადისტური ტერორიზმი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ევროპის ქვეყნებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. 

„იმედი მაქვს, არავინ იტყვის, რომ ჯიჰადიზმი ისლამს წარმოადგენს და ან ვინმეს სჯერა, რომ ისლამი იბრძვის დასავლური სამყაროს წინააღმდეგ. ტერორისტები ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენენ და ისლამური სამყაროც ისეთივე მსხვერპლია,“ - განცხადა ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ.

ასეთი მაშტაბური მინისტერიალი 2008 წლის შემდეგ წელს პირველად ჩატარდა. ორგანიზაციაში 9 ქვეყანაა გაწევრიანებული თუმცა დღევანდელ შეხვედრას ლიბიისა და სირიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. 

დღის ამბები