26 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ავსტრალიის სანაპიროსთან-ბიძგების სიმძლავრემ 6,6 მაგნიტუდა შეადგინა

ძლიერი მიწისძვრა ავსტრალიის სანაპიროსთან. ბიძგების სიმძლავრემ 6,6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში იგრძნობოდა, ეპიცენტრი კი ქალაქ ბრუმიდან 200 კილომეტრის დაშორებით, ინდოეთის ოკეანეში იყო. ბიძგების შედეგად ბრუმში რამდენიმე შენობა დაზიანდა, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პირველი მიწისძვრის შემდეგ ორ საათში რეგიონში 4,9 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი განმეორდა. ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა. 

დღის ამბები