09 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
"ჰილარი კლინტონი არაჩვეულებრივი პრეზიდენტი იქნება" - ბარაკ ობამა

ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე კომენტარს აკეთებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ბარაკ ობამას თქმით, მისი ადმინისტრაციის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კარგად შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობებს.

"თავს შევიკავებ პოლიტიკური პროგნოზებისგან, თუმცა, ჩემი აზრით, ჰილარი კლინტონი არაჩვეულებრივი პრეზიდენტი იქნება." - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. 

ობამამ 2008 წლის პრაიმერიც გაიხსენა, სადაც ისინი ერთად იბრძოდნენ პრეზიდენტობისთვის და ხაზი გაუსვა მის პიროვნულ ღირსებებს.  

მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონმა საკუთარი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ საჯაროდ განაცხადა, ის აიოვას შტატში პირველ კამპანიას მიმდინარე კვირაში გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები