09 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
საბარგულში დარჩენილი მტვირთავის გამო აფრენილი თვითმფრინავი უკან დააბრუნეს

შეერთებულ შტატებში, კომპანია "ალასკა ეარაინსის" კუთვნილი თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში სიეტლის აეროპორტში დააბრუნეს. ამის მიზეზი საბარგულში დარჩენილი მტვირთავი გახდა, რომელმაც თვითმფრინავის დატოვება დროულად ვერ მოახერხა.

პილოტს ყვირილისა და ბრახუნის ხმა მოესმა, რის შემდეგაც საბარგულში ჩაკეტილი მამაკაცი აღმოაჩინეს. აეროპორტის თანამშრომელი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა.

ავიაკომპანიამ კი პირობა დადო, რომ მომხდარის გარემოებებს შეისწავლის.

დღის ამბები