09 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
აფრიკიდან იტალიაში არალეგალურად შესვლას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

9 ადამიანი დაიღუპა აფრიკიდან იტალიაში არალეგალურად შესვლის დროს - გარდაცვალების მიზეზად ჭყლეტა და სიცივე დასახელდა. სამაშველო ოპერაცია იტალიის სანაპირო დაცვამ ჩაატარა.
საერთო ჯამში სამართალდამცველებმა ნაპირზე 241 ადამიანი გადაიყვანეს - ისინი ამ ეტაპზე საავადმყოფოებში გადაანაწილეს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში იტალიის სანაპირო დაცვამ აფრიკიდან იტალიაში წამოსული 5 ათასზე მეტი ადამიანის შველა მოახერხა.

დღის ამბები