09 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
"დემოკრატი კანდიდატი წარსულში ჩარჩა," - მარკ რუბიო ჰილარი კლინტონზე

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში მარკ რუბიო ერთვება. რესპუბლიკელმა სენატორმა ფლორიდის შტატიდან ოფიციალური განცხადება მაიამში გააკეთა.

მარკ რუბიომ ჰილარი კლინტონის კანდიდატურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატი კანდიდატი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი წარსულში ჩარჩა.

43 წლის რუბიომ მოუწოდა ამომრჩევლებს მომავლის არჩევანი გააკეთონ და მას დაუჭირონ მხარი. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს სჭირდება ახალი სახე პოლიტიკაში, რომელიც არსებულ გამოწვევებს ახალი მიდგომით გაუმკლავდება.

დღის ამბები