09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
მოდის კვირეული სან პაულუში

სან პაულუ მოდის კვირეულს მასპინძლობს.

ჩვენებების სერია ამერიკელმა მომღერალმა "იგი პოპმა" გახსნა, რომელმაც აუდიტორიას "ჩილი ბინსის" მიერ შექმნილი სათვალეების კოლექცია წარუდგინა.

ბინსმა ეს კოლექცია "სვაროვსკისთან" ერთად შექმნა.

აქსესუარების ჩვენების შემდეგ პოდიუმზე მოდელები გამოჩდნენ, რომლებიც ცნობილი ბრაზილიური ბრენდის – "ანიმალეს" კოსტიუმებში იყვნენ ჩაცმული.

წელს ბრენდი აქცენტს ასიმეტრიული ფორმის გრძელ კაბებსა და მკვეთრ ფერებზე აკეთებს.
სან პაულუს მოდის კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე 15 აპრილი იქნება.

ცნობილი სუპერმოდელი ჟიზელი ხვალინდელ ჩენებაში უკანასკნელად მიიღებს მონაწილეობას და პოდიუმს დაემშვიდობება.

დღის ამბები