06 მაისი 2024,   12:06
ვრცლად
ბორის ჯონსონი პრემიერმინისტრის მოვალეობას დღეს გადაიბარებს

ბორის ჯონსონი პრემიერ მინისტრის მოვალეობებს ტერეზა მეისგან ოფიციალურად დღეს გადაიბარებს. თუმცა მანამდე მას ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან აუდიენცია ექნება. ის დღესვე დაასახელებს რამდენიმე მინისტრის ვინაობას. გავრცელებული ცნობით, ბორის ჯონსონის ახალ კაბინეტში ქალების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რიცხვი გაზრდილი იქნება.

ლონდონის ყოფილი მერი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად და პრემიერმინისტრად გუშინ აირჩიეს. შიდა პარტიულ არჩევნებში მან ჯერემი ჰანტი დაამარცხა და თანაპარტიელთა ხმების 66 პროცენტი მოაგროვა.

დღის ამბები