09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
აშშ-ში პოლიციამ ეჭვმიტანილი თვითმკვლელობას გადაარჩინა

არიზონის შტატის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ეჯახება მაღალი სიჩქარით მიმავალი პოლიციის მანქანა ეჭვმიტანილს იმ მომენტში, როდესაც იგი თავის მოკვლას ცდილობს.

მარიო ვალენსია სამართალდამცავებმა ქუჩაში შეამჩნიეს მაშინ როდესაც „ვოლმარეტში“ მოპარული იარაღი თავთან ჰქონდა მიტანილი. ერთ მომენტში მან ჰაერში გაისროლა, ამის შემდეგ პოლიციელები მას მოუწოდებნენ იარაღი დაედო. სწორედ ამ დროს დაეჯახა მანქანა მარიო ვალენსიას. ეჭვმიტანილი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი დღის შემდეგ კი ის დააპატიმრეს.

არიზონის პოლიციის განყოფილებაში აღნიშნავენ, რომ პოლიციელმა მარიო ვალენსიას სიცოცხლე გადაარჩინა.

დღის ამბები