09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
სავარაუდოდ 400-მდე ემიგრანტი დაიხრჩო ხმელთაშუა ზღვაში

სავარაუდოდ 400 ადამიანი დაიხრჩო ხმელთაშუა ზღვაში. იტალიის სანაპირო დაცვა დაკარგულ ემიგრანტს ეძებს. გემი, რომლითაც ისინი ლიბიიდან იტალიის მიმართულებით მიდიოდნენ, შუა ზღვაში გადაბრუნდა. ბორტზე დაახლოებით 550 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ 144 ემიგრანტის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია 9 გარდაცვლილის ცხედარი.

ევროკავშირის მონაცემით, ბოლო ერთი კვირის განბმავლობაში იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 7 ათასზე მეტი ემიგრანტი გადაარჩინა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ერთ-ერთი ოპერაციის დროს იმ ხალხმა, ვისაც ემიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ევროპის მიმართულებით გადაჰყავდა, იტალიის სანაპირო დაცვას ცეცხლიც კი გაუხსნეს.

 

 

დღის ამბები