09 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
ობამამ ირანთან გასაფორმებელი ბირთვული ხელშეკრულების ტექსტი კონგრესს უნდა წარუდგინოს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ბარაკ ობამას ავალდებულებს ირანთან გასაფორმებელი ბირთვული ხელშეკრულების ტექსტი განსახილველად კონგრესს წარუდგინოს.

ამ გადაწყვეტილებით წარმომადგენელთა პალატას დოკუმენტის ხელმოწერამდე მისი დაბლოკვის საშუალება ექნება.

ლოზანაში 8 დღიანი მოლაპარაკებების შედეგად დიდი ექვსეული და ირანი ხელშეკრულების პროექტზე შეთანხმდნენ. შეთანხმების საბოლოო ვერსიის გასაფორმებლად კი ვადა 30 ივნისამდე აქვთ.

დოკუმენტის თანახმად, ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი უნდა შეამციროს, სანაცვლოდ კი დასავლეთის სანქციებისგან გათავისუფლდება.

დღის ამბები