04 მაისი 2024,   18:08
ვრცლად
ესპანელი მეხანძრეები ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვიან - განადგურებულია 300 კვმ ტყის მასივი

ესპანელი მეხანძრეები ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვიან. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, 2-დღიანი მცდელობის შემდეგ მადრიდის რეგიონში მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

სეგოვიას რეგიონში კი ხანძრის მეორე კერის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ცეცხლმა უკვე გაანადგურა 3 ათასი კვადრატული კილომეტრი ტყის მასივი და ბუჩქნარი.

მაშველების ინფორმაციით, სტიქია რეგიონის ეროვნულ ნაკრძალს ემუქრება.

დღის ამბები