09 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
ევაკუაცია ლიტვის პრეზიდენტის სასახლესთან

ევაკუაცია ლიტვის პრეზიდენტის სასახლესთან. ქვეყნის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

ვრცელდება სპეც ოპერაციის ამსახველი კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ აჰყავთ ანტიტერორისტული ქვედანაყოფის თანამშრომლებს მამაკაცი, რომელიც ვილნიუსის ცენტრში საეჭვო ჩემოდნით შუადღისას გამოჩნდა, სადაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული.

საბოლოოდ ჩემოდანი ცარიელი აღმოჩნდა, 33 წლის მამაკაცი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დღის ამბები