09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის შეკითხვებს ტელე ეთერით პასუხობს

თითქმის სამი საათია ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის შეკითხვებს ტელე ეთერით პასუხობს. პრეზიდენტს საუბარი ძირითადად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე უხდება. რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუბლის კურსის გამყარებით და ბაზრების გაზრდით კრიზისს ქვეყანა ორ წელიწადში დაძლევს.

პრეზიდენტს შეკითხვა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ შეზღუდვების გაუქმება მოსალოდნელი არ არის, რადგან ეს სუფთა პოლიტიკური საკითხია.

შეკითხვა ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებაც დაისვა. რუსეთის ლიდერმა ამ ფაქტს ტრაგედია და სამარცხვინო მოვლენა უწოდა. მისი თქმით, გამოძიება ოპერატიულად ჩატარდა და ეჭვმიტანილების დაკავებაც მალე მოხერხდა.

დღის ამბები