09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ანარქისტების საპროტესტო აქცია ათენში არეულობაში გადაიზარდა

ანარქისტების საპროტესტო აქცია ათენში არეულობაში გადაიზარდა. ასობით ადამიანი საბერძნეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა და სახელმწიფოსგან მკაცრი რეჟიმის კოლონიების გაუქმება მოითხოვა.

ანარქისტებმა მსვლელობა ათენის უნივერსიტეტიდან მოაწყვეს, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ალყაში ჰქონდათ მოქცეული. აქცია არ იყო სანქცირებული, რის გამოც მომიტინგეებს გზა პოლიციამ გადაუღობა.

დემონსტრანტებმა ძალოვანებს ალმოდებული ბოთლები და ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები