09 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ჟურნალმა Time-მა 100 გავლენიანი ადამიანი დაასახელა

ჟურნალმა Time-მა გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. 100 კაციან ჩამონათვალში პოლიტიკოსების გარდა მოხვდნენ შოუ ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლებიც. მათ შორის არიან რეპერი კეინი უესტი, მსახიობი ბრედლი კუპერი, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი.

ასეულში შევიდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი.

Time-ის გავლენიანი ადამიანების სია დანომრილი არ არის და გამოცემას 5 სხვადასხვა გარეკანი აქვს. ჟურნალი შეერთებული შტატების მაღაზიებში დღეიდან გაიყიდება.

დღის ამბები