09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
სირიას კვლავ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ

სირიის ხელიუსფლებას კვლავ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ვიდეო მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა დამცველებმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინეს.

საუბარია იდლიბის პროვინციაში, 15 მარტს განხორციელებულ ავიაიერიშზე, რომლის დროსაც ქლორის შემცველი ჭურვი ერთ–ერთ დასახლებაში ჩავარდა. დაიღუპა ერთი ოჯახის 6 წევრი. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. კადრებში, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს აჩვენეს, ჩანს როგორ ცდილობენ ექიმები მათ გადარჩენას.

შეერთებული შტატების ელჩის სამანტა პაუერის განცხადებით ამ კადრების ყურება მათთვის ძალიან ემოციური იყო. სირიის მთავრობა ირწმუნება, რომ ამ იერიშში სამთვრობო ავიაცია არ მონაწილეობდა.

დღის ამბები